понедельник, 5 октября 2015 г.

სიგარეტი ანადგურებს  ყველას არა მწეველებსაც ბუნებას , ხშირად გვსმენიათ ალბათ რომ სიგარეტის გამო გაჩენ ხანძარი ტყეფში მინდორში, ასევე ანადგურებს ჰარეს რომელსაც ჩვენ  ვსუნთქავთ.
ამ ვიდეოში ვნახავთ თუ როგორ მზადება სიგარეტი და რითი .


ხოლო სე ვიდეო  გვაჩვენებს იმას რომ ყველა მწეველმა უნდა  დანებოს თაბი სიგარეტს

ყველა მწეველს გთხოვთ დანებეტ ტავი სიგარეტს

пятница, 2 октября 2015 г.

საქართველოში ძალიან არის გავრცელებული არასრულწლოვნებში მოწევა!.
საქართველოში შემოვიდა კანონი, არასრულწლოვნებზე სიგარეტის რეგალიზაციაზე 
აკრძალვა, შემოიღეს გარკვეული ოდენობის ჯარიმები.
მაგრამ. საქართველოში ძალიან ბევრ მაღაზიაში ისევ ხდება რეგალიზაცია

მაგრამ არასრულწლოვევის სიგარეტზე დამოკიდებულება დიდი ადამიანების ბრალიცაა.
ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად ხელს უწყობს  ბავშვს ,

ამ ვიდეოში განახებ თუ როგორ ეწევა ბავშვი 40 ღერ სიგარეტს და როგორ ეხმარებიან ექიმაეი მოწევის  დანებებასი .

ამ ვიდეოსი კი ვნახავთ 1 ღერი სიგარეტს რა დრო სჭირდება ჩვენი ორგანიზმიდან

სკოლის მოსწავლები რომლებიც სწავლის ნაცვლად.....


სიგარეტის შესახებ

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1, 6 მილიარდსაც მიაღწიოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.
ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციას თამბაქოსთან აქტიურ ბრძოლას უკავშირებენ. ასეთი ბრძოლა ჩვენთანაც დაიწყო – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს... ამ მეთოდმა სხვა ქვეყნებში გაამართლა: მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ამერიკული მეთოდი ქართულ სინამდვილეში, სადღეისოდ კი სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9 პროცენტით გაიზარდა. მოზარდთა 42, 4 პროცენტი მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.
ნახშირჟანგს ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. მეტიც – იტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მათ დახურულ ავტოფარეხში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი 30 წუთით ამუშავეს, კარი გამოაღეს და გაზომვა ჩაატარეს. შემდეგ იმავე ფარეხში ერთმანეთის მიყოლებით სამად სამი სიგარეტი დაწვეს. გაგიკვირდებათ და I შემთხვევაში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დასაშვებს ორჯერ აღემატებოდა, მეორეში კი თხუთმეტჯერ..












მალბოროს ცნობილი კოვბოის როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა: დევიდ მილარი 1987 წელს მოკვდა ემფიზემით, უეინ მაკლარენი – 1992 წელს, როცა ფილტვის კიბო ტვინზეც გავრცელდა, ხოლო დევიდ მაკლინი – 1995 წელს ფილტვის კიბოთი.

ნაფაზის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორის – ნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები... დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.


რა არის თამბაქო და რამდენად აზიანებს ის ორგანიზმს?!

როგორც ყველამ იცით თამბაქო მავნებელია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ამ ლოზუნგს ბევრი არ ითვალისწინებს და თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში კატასტროფულად მაღალია ანუ მსოფლიოში 80% მწეველია.საქართველო ამ სტატისტიკას არ ჩამორჩება და საპატიო ადგილს იკავებს, საქართველოს მოსახლეობის 1/3 ნაწილი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია და ამით ის არამარტო საკუთარ თავს აყენებს ზიანს არამედ გარშემომყოფთათვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს.საქართველოში მოზარდების 43% ეწევა თამბაქოს.
როგორ ვნებს ის ჩვენს ჯანმრთელობას? აი დააკვირდით!!!
მწეველი ადამიანის ფილტვი და არა მწეველი ადამიანის ფილტვი აშკარად დიდი სხვაობაა!!!





თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველები

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად  ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლი) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.
თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს. მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი იღუპება. შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%–ია  რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც,  მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. ”პასიური წევის“ შედეგად კი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება. 
თითქმის ყვე­ლა მწე­ველ­მა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას. განურჩევლად სიგარეტის ბრენდისა თუ ხარისხისა, ყო­ვე­ლი კოლოფი აფ­რთხი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელს – „მწე­ვე­ლე­ბი ად­რე კვდე­ბი­ან”, „მო­წე­ვა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს გა­ყე­ნებთ თქვენ და თქვენ ირ­გვლივ მყოფთ”, „მოწევა იწ­ვევს კი­ბოს”... მიუხედავად ამისა, მწეველები აგრძელებენ და დღითიდღე უფრო მეტი არამწეველი იწყებს მოწევას. ზოგიერთს აქვს კიდეც სიგარეტის გადაგდების მცდელობა, რომელიც ხშირად წარმუმატებლად სრულდება. ეს არცაა გასაკვირი, თამბაქოზე დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა და შესაძლოა, საჭირო გახდეს  თავის დანებების რამოდენიმე მცდელობა და სპეციალისტთან კონსულტირება. ასეთ ძლიერ დამოკიდებულებას განაპირობებს თამბაქოში შემავალი ნივთიერება - ნიკოტინური ალკალოიდი, რომელიც  მწეველებში იწვევს  ნიკოტინიზმის განვითარებასა და  ტოქსიურ ზეგავლენას. ის ყოველთვის საშიშია და არა მხოლოდ თამბაქოს ინტენსიური მოხმარებისას. თამბაქოში შემავალი სხვა ნვთიერებები გაერთიანებულნი არიან ერთიან ტერმინში “კუპრი”. მასში მოიაზრება ისეთი ქიმიკატები (ქიმიური შენაერთები), როგორიცაა ნახშირჟანგი, ფორმალდეჰიდი, ციანიდი, ამიაკი და სხვ., რომელთა უმეტესობა იწვევს კიბოს.  ჯანმრთელობისთვის მავნე ნითიერებებს შეიცავს მეორადი კვამლიც, რომელიც WHO-ს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც  „კანცეროგენი“ (კიბოს გამომწვევი). სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამლის 2/3–ზე მეტი, რომელიც  შეიცავს 2–ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000–მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50–ზე მეტი კანცეროგენია.
  კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს... რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის... აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ  ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე) სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში. 
            უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებებისა გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ მწეველები, რადგანაც ხშირად მოზარდი, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თავისი „მეს“ გამოხატვისთვის ბაძავს უფროსებს (რომლებიც მათთვის იდეალები არიან) და იწყებს მოწევას. შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი,
 იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99
000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.

50 არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი

გთავაზობთ 50 არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი. სკეპტიკოსმა მწეველებმა დაასახელეთ თუნდაც ერთი საპირისპირო არგუმენტი, რომელიც გაამართლებს სიგარეტის მოწევას. თუ ასეთ არგუმენტს ვერ დაგვიპირისპირებთ, დაუფიქრდით ჩვენს კითხვას – რატომ ეწევით?
1.თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს.
2.თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%.
3.ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე.
4.ნიკოტინი არის ისეთივე ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.
5.ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.
6.ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
7.თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თანდათანობით,
8.ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში.
9.ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას;
10.სიგარეტის მოწევისას ორგანიზმისათვის ნიკოტინის საშიში კონცენტრაციაა 0,5 მგრ/მ. ნიკოტინის ეს კონცენტრაცია შეიძლება დაგროვდეს საშუალო მოცულობის ოთახში 8 ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში;
11.თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში _ ,,ნიკოტინური შიმშილი”, რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს.
12.ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (,,ჯანმო”) ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, მუხლი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები” შეტანილია ნოზოლოგია – ,,თამბაქოს მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები”.
13.თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას (გარდა ნიკოტინური ალკალოიდებისა) ფისი ეწოდება.
14.ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8_35 მგრ- მდე ფისს.
15.თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.
16.თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას.
17.თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი.
18.ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
19.გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინს და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
20.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.
21.თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში)
22.თამბაქოს კვამლი შეიცავს ამონიუმს (გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად) და დარიშხანს (თაგვების საწამლავი).
23.პირველი ნაფაზის დარტყმიდან რამდენიმე წამში ფილტვებში კანცეროგენული ნივთიერებები ხვდებიან, ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, იზრდება სისხლის წნევა, ვითარდება ყელისა და თვალების გაღიზიანება, სისხლში ნახშირმჟავა გაზი შეიწოვება. რაც დამღუპველი ,,საჩუქარია” მწეველის ორგანიზმისათვის;
24.თამბაქოს მოხმარების მოკლევადიანი უარყოფითი შედეგები ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე: გულის ცემის გახშირება, არტერიული წნევის ზრდა, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირჟანგის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
25.თამბაქო სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
26.პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისათვის თამბაქო ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იქნება, რადგან მისგან ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება.
27.თამბაქოს მოხმარება იწვევს სიმსივნეებს, გულისა და ფილტვის დაავადებებს, ინსულტს.
28.იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადების ნიშნები.
29.თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვა უარყოფითი შედეგები: ტუჩის, ენის, სასის, საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც გემოვნების შეგრძნების კლებას იწვევს, მშრალი ხველა, პირის ღრუს ინფექციები, გამონაყარი სახეზე, კბილის ემალის დაზიანება, ნორმალური სუნთქვის დარღვევა, გამძლეობის, მახსოვრობის და მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესუსტება.
30.ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 წუთით ამცირებს.
31.მიუხედავად მარკის, ხარისხის და ფასისა არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია.
32.საქართველოში სიგარეტის წევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში 3-4 მილიონი.
33.თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი მწეველი იღუპება.
34.ფიზიკური ვარჯიში და თამბაქო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რის გამოც მწეველის ფიზიკური სიჯანსაღე გაცილებით ჩამოუვარდება არამწეველისას.
35.სიმსივნეების შემთხვევათა 87%-ის გამომწვევი თამბაქოა.
36.თამბაქოს მოხმარებისაგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ერთიანად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
37.საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში.
38.თამბაქოს კომპანიები ითვალისწინებენ რა თამბაქოს (ნიკოტინის) თვისებებს, პრიორიტეტულ სტრატეგიად მიიჩნევენ: ახალი მომხმარებლების მოზიდვას, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას, მწეველთა წაქეზებას – მოწიონ რაც შეიძლება მეტი, ზეგავლენას, რომელიც მწეველს არ აფიქრებინებს სიგარეტის მარკის შეცვლას, ისეთი პირობების შექმნას, რომ მწეველმა არ იფიქროს სიგარეტის გადაგდებაზე.
39.თამბაქოს კომპანიები გრანდიოზულ თანხებს ხარჯავენ სიგარეტის რეკლამებზე, რითაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ადამიანს ხდიან თამბაქოზე დამოკიდებულს.
40.თამბაქოს კომპანიები ცდილობენ ჩაითრიონ და თამბაქოზე დამოკიდებულნი გახადონ, რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკის პირები.
41.მწეველთა 80 %-მა თამბაქოს მოხმარება დაიწყო 18 წლამდე ასაკის პერიოდში.
42.მწეველების 40% თავიდან მოიხმარდა 1-2 ღერ სიგარეტს, მიუხედავად ამისა, ისინი თამბაქოზე დამოკიდებულნი გახდნენ.
43.თუ თამბაქოს მოხმარებას არ დაიწყებ 18 წლამდე ასაკში, შენი შანსი გახდე მწეველი 70%-ით მცირდება.
44.საქართველოში თამბაქოს მასიურ მოხმარებას ბიჭები იწყებენ 10-11 წლის ასაკიდან, გოგონები 12-13 წლის ასაკში.
45.საქართველოში ქალებში მწეველთა რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ თუ სასწრაფოდ არ შეჩერდა ეს პროცესი, მოხდება ახალი კატასტროფა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის.
46.თამბაქოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის განვითარებას.
47.ყველა 35 წლის ასაკის ქართველ მამაკაცში 5-დან ერთი შემოქმედებითი აქტივობის პერიოდში თამბაქოსაგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.
48.გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-19 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი დაიღუპება საშუალო ასაკში, ამდენივე ხანშიშესულობის ასაკში.
49.თამბაქოს კომპანიები ცდილობენ თავისი პროდუქციის რეკლამირებას, რათა მიიღონ მაქსიმალური მოგება მწეველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე
50.გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის.

საქართველოში სიგარეტ და მისი მწეველებ

• საქართველოში მწეველთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა და მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ერთერთ პირველ ადგილზე ვიმყოფებით.
• თამბაქოთი გამოწვეული 27 კატეგორიის დაავადებისაგან საქართველოში ყოველდღიურად იღუპება 21 ადამიანი (მეტწილად, ფილტვების კიბოთი, სასუნთქი სისტემისა და გულ_სისლძარღვთა დაავადებებით). არამწეველებში ფილტვების კიბო 200-დან მხოლოდ 1-ს ემართება, მწეველებში _ 8_დან ერთს.
საგანგაშოა, რომ დღითიდღე ახალგზრდავდება მწეველთა ასაკი: ქალაქებში ბავშვები წევას იწყებენ 9-10 წლიდან, თბილისში მოზარდი ვაჟების 84 და გოგონების 78 % თამბაქოს სისტემატიური მომხმარებელია. ორსულ ქალთა 34% პროცენტი ეწევა, ამიტომ ძალზედ გახშირდა მუცლის მოწყვეტა, მკვდარშობადობა, ნაყოფის განუვითარებლობა
2000 წელს, 1995 წელთან შედარებით ონკოლოგიურ ავადმყოფთა რაოდენობა, რომელთაც პირველად დაუდგინდათ ეს დიაგნოზი, გაიზარდა 45%-ით. სიმსივნეებით დავაადებულებიდან მეორე ადგილზეა სასუნთქ ორგანოთა და გულმკერდის სისმსივნე _ 19,4%. მამაკაცებში - პირველ ადგილზეა სასუნთქ ორგანოთა სისმსივნე - 35,2%. სიმსივნეებით 2000 წელს გარდაიცვალა 3611 ადამიანი, აქედან სასუნთქ ორგანოთა სისმსივნით _ 20,5%
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქო, ჩაი და სხვა მსგავსი მცენარეები ხასიათდებიან რადიაქტიულობის აკუმულაციის განსაკუთრებული თვისებით. ამიტომ იმის მიხედვით, თუ სად და რა პირობებში არის მოყვანილი თამბაქო, რა სახის სასუქები იქნა გამოყენებული და სხვა, იცვლება სიგარეტების რადიაქტიულობა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა მასიურად დაანებებს სიგარეტს თავს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივცეთ საშუალება სიგარეტების ამ უამრავ სპექტრში აირჩიოს მისთვის ნაკლებად სარისკო _ ნაკლებად რადიაქტიული სიგარეტი და გავაფრთხილოთ მშობლები და მოზარდები არსებული საშიშროების შესახებ.

შედეგები
ანალიზმა აჩვენა, რომ "ყველაზე დაბალი რადიაქტიულობის მქონე სიგარეტების" ჯგუფში 102 დასახელებიდან მოხვდა, მხოლოდ 17 (16,6%), "საშუალო რადიაქტიულობის" ჯგუფში _ 57 (55,9%), ხოლო "ყველაზე მაღალი რადიაქტიულობის" ჯგუფში _ 28 (27,5%) სიგარეტი. საინტერესოა, რომ პირველ ჯგუფში არ მოხვდა არცერთი უფილტრო სიგარეტი, რაც ძალზედ სამწუხაროა, რადგან მოსახლეობის უღარიბესი ფენა სწორედ ამ სიგარეტს ეტანება მათი სიიაფის გამო. ამვე ჯგუფში ვერ მოხვდა ვერცერთი კონტრაბანდული სიგარეტი, სამაგიეროდ ბოლო ჯგუფის 35% -ზე მეტი სწორედ კონტრაბანდას უკავია, რაც მათ დაბალ ხარისხზე მიუთითებს.